14.05.2024 | 06:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს.

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰუმანიტარულ დერეფანს საფრთხე შეექმნა.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ. უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

დღის გადაცემები