13.05.2024 | 13:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Reuters: "ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს"

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, გუშინ გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმებას მიუახლოვდნენ, მაგრამ პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას ჯერ კიდევ აქვთ შენიშვნები ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

Reuters-ი წერს, რომ ახალი სანქციების დაწესებას აფერხებს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, უნდა გააადვილოს თუ არა ევროკავშირმა რუსული სასუქის ექსპორტი ევროპული პორტების გავლით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასუქის კომპანიების მფლობელები შავ სიაში შეყვანილი ოლიგარქებიც არიან.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ევროკავშირის შეზღუდვები საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მათი შემსუბუქება საშუალებას მისცემს რუს ოლიგარქებს, რომლებიც ფლობენ სასუქის ბიზნესს, თავიდან აიცილონ ევროკავშირის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის განმარტებით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თავს იტყუებენ, თუ ფიქრობენ, რომ რუსული სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების შერბილება რუსი ოლიგარქები სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებად არ გამოიყენებენ.

დღის გადაცემები