14.05.2024 | 09:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Associated Press - პოლონეთში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.

ცნობისთვის, აქამდე პოლონური რადიოსადგურის Radio Zet-ის კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რაკეტა დაეცა მარცვლეულის საშრობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე სამხედროები.

ოფიციალურ დონეზე პოლონურ მხარეს არ დაუდასტურებია ინციდენტში რუსეთის მონაწილეობა.

დღესვე, პოლონეთის სამთავრობო სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომის მოწვევის მიზეზები არ სახელდება.

დღის გადაცემები