13.05.2024 | 13:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მევლუთ ჩავუშოღლუ: "ვფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მშვიდობა მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის"

ანკარას მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არის ის, რისიც ჩვენ გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები არის ოკუპირებული. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ გავაგრძელეთ კომუნიკაცია ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობდით სანქციებში. და ცხადია, არ ვმონაწილეობდით ომში. ჩვენ სრულად შევასრულეთ მონტრეს კონვენცია {საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს თურქეთში} და უფრო შორს წავედით, როდესაც ნატოს წევრის რანგში, გამოვედით მოსკოვთან დიალოგის მოწოდებით", - დასძენს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის გადაცემები