13.05.2024 | 23:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენტაგონი: "ამ მომენტისთვის უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების მიწოდებას აზრი არ აქვს"

ამ მომენტისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს იმას, რომ აშშ-მა უკრაინას M1 Abrams-ის ტანკები მიაწოდოს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივაწოდეთ Bradley, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისთვის იმ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, რაც მათ შეუძლიათ", - თქვა სინგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის, თუ რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ უკრაინას, ქვეყნების, მათ შორის გერმანიის სუვერენული გადაწყვეტილება უნდა იყოს.

"საბოლოო ჯამში, ეს გერმანიის გადაწყვეტილებაა. მათ უნდა მიიღონ სუვერენული გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა დახმარებას გაუწევენ უკრაინას. ასე რომ, ჩვენ ვერ შევძლებთ მათთან დალაპარაკებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - აღნიშნა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მთელს მსოფლიოში იმის გასარკვევად, რისი მიწოდებაა უკრაინისთვის შესაძლებელი და სწორედ ესაა დღეს, "რამშტაინის" ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის მიზანიც.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი დღეს გერმანიაში, უკრაინის მერვე საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, მოკავშირეებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ, რა სახის აღჭურვილობა და იარაღის სისტემები შეიძლება დასჭირდეს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის გადაცემები