13.05.2024 | 21:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხოსე მანუელ ალბარესი: "ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ განიხილავს"

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინისთვის დასავლური ტიპის ტანკების მიწოდებას ჯერ არ განიხილავს. 

"ტანკების გაგზავნას ესპანეთი ჯერ არ განიხილავს," - თქვა მან პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან დისკუსიის დროს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და დასძინა, რომ დღეს მდგომარეობით, ეს არ განიხილება.

ამასთან, დისკუსიაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ქვეყანა უკრაინას "ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას მხარს დაუჭერს. 

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დარწმუნებულია, რომ "გერმანია უკრაინას "ლეოპარდის“ ტანკებს მიაწვდის. 

დღის გადაცემები