03.05.2024 | 23:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინური მედია: "სი ძინპინმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია უკრაინაში კრიზისიდან"

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია უკრაინაში კრიზისიდან და რომ ბირთვულ ომს არავინ მოიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

სი ძინპინმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ჩინეთი ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს გააგზავნის უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, რათა ჩაატაროს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ.

ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა ორმხრივი კავშირების პოლიტიკური საფუძველია.

სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კრიზისი კომპლექსურად ვითარდება და დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ლანდშაფტზე.

"უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეზე დგას და მისი მთავარი პოზიცია მშვიდობისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობაა", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

დღის გადაცემები