17.05.2024 | 21:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთში იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთში იმყოფება. მისი თქმით, ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა ბელარუსის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"ჩინეთთან კონტაქტების გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციამ ბელარუსისა და ჩინეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დღეს მინსკი და პეკინი აგრძელებენ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფართოებენ რეგიონულ კავშირებს", - განაცხადა ლუკაშენკომ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლი ჩჟანშუსთან შეხვედრისას.

ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ხვდება.

დღის გადაცემები