14.05.2024 | 06:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტოლტენბერგი ჩინეთის "სამშვიდობო გეგმაზე": "პეკინმა უკრაინაში შეჭრა არ დაგმო, მათ არ ვენდობით"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ ჩინეთის მიერ წარდგენილ „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია პეკინს არ ენდობა.

მისივე თქმით, ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა არ დაგმო და ომამდე მოსკოვთან პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

"რაც შეეხება ჩინეთის წინადადებას, ჩინეთის მიმართ დიდი ნდობა არ არის, რადგან მან არ დაგმო რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში და მათ ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულებისთვის "სამშვიდობო გეგმა" წარადგინა. დოკუმენტში სიტყვა ომის ნაცვლად, "კრიზისია" ნახსენები.

"სამშვიდობო გეგმა" ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და იგი 12 პუნქტისგან შედგება.

დღის გადაცემები