14.05.2024 | 01:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ"

რუსეთს არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ ცდილობს დაასრულოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის მტკიცებით, საომარი მოქმედებები უკრაინაში "ნაციონალისტებმა" დაიწყეს.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ისინი. ეს საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში" , - განაცხადა პუტინმა.

დღის გადაცემები