14.05.2024 | 03:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიაში და დააკავეს - რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთისთვის!"

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ.

"მოდით წარმოვიდგინოთ - გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს განხორციელდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის! და ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალება გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ. ესმის, რომ ეს არის "კაზუს ბელი", ომის გამოცხადება? თუ ცუდად სწავლობდა?" - განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის "სამართლებრივი არარაობა, რომელსაც, დაარსების დღიდან, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია".

დღის გადაცემები