13.05.2024 | 23:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია.

ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან შორს წავიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

"ეს ძალიან გაართულებს ბაიდენისთვის მშვიდობის მიღწევას. ეს სასტიკად ჟღერს, თუმცა მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციებმა ნავთობისა და გაზის ფასები და შესაბამისად, კრემლის შემოსავალი გაზარდა.

ორბანმა უარყო ვარაუდები, რომ ომში უფრო რუსეთის მხარეზეა, ვიდრე უკრაინის მხარეზე და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა იყო აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.

დღის გადაცემები