13.05.2024 | 19:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთში აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების განმარტებით, ელჩის დაბარება დაკავშირებულია "ამერიკის შეერთებული შტატების საომარ მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს მზარდ ჩართულობასთან".

"ელჩისთვის გადაცემული საპროტესტო ნოტა ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება, ისევე როგორც უკრაინისთვის თავდასხმის სამიზნეების გადაცემა აშკარად ადასტურებს ამერიკული მხარის განცხადებების შეუსაბამობასა და სიცრუეს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მონაწილე.

ელჩს განუცხადეს, რომ ყველა სფეროში რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავების მიზნით შეერთებული შტატების ამჟამინდელი აგრესიული კურსი კონტრპროდუქტიულია", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის გადაცემები