14.05.2024 | 13:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარია ზახაროვა: "ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"

მოსკოვი იტოვებს უფლებას, გადადგას საჭირო დამატებითი ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დასავლეთის ტოტალური ჰიბრიდული ომის ფონზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ არ მივიღებთ რაიმე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო ტოტალური ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-მა და ნატო-მ გამოაცხადეს გეგმები ჩვენთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ. ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ზახაროვამ.

დღის გადაცემები