14.05.2024 | 15:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება"

დარწმუნებული ვართ, რომ სტაბილური კავშირების არსებობა სრულად პასუხობს რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესებს. მათ აერთიანებს მეგობრობის უძველესი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალს, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და აპირებს თუ არა მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

"2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ისინი თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა, რომელიც სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით გარშემორტყმას, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება", - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

დღის გადაცემები