13.05.2024 | 18:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში რუსეთის ელჩი: "დასავლეთი კაცობრიობას ბირთვულ არმაგედონთან აახლოებს"

დასავლურმა ქვეყნებმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს, კაცობრიობა ბირთვული არმაგედონის ზღვარზე მიიყვანონ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა, რომლის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის გეგმავს, სტანდარტული ტიპის იარაღია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება.

"ამგვარ სისულელეებზე კომენტარი ნამდვილად რთულია. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ახალ დაბალ დონეს მიაღწიეს. უკრაინაში ლეტალური იარაღის უწყვეტი ნაკადია, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი უბნების, სკოლების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების გასანადგურებლად," – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, "როგორც ჩანს, დასავლეთმა, ვაშინგტონის მეთაურობით, გადაწყვიტა კაცობრიობის სახიფათო ხაზამდე მიყვანა, რომლის მიღმა ბირთვული არმაგედონი სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება".

დღის გადაცემები