13.05.2024 | 19:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი: "ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს"

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, ბაიდენმა უპასუხა: "გავაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ გავაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების".

ნოემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართა.

СNN-ის ცნობით, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის დახმარებისთვის 37.7 მილიარდი დოლარის მოთხოვნა.

21.7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14.5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 626 მილიონი დოლარი – უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის და ნავთობის სტრატეგიული რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი – ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტისთვის სტანდარტული სამედიცინო დახმარების, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეებისთვის, უზრუნველყოფისთვის.

დღის გადაცემები