14.05.2024 | 08:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის ვიცე პრემიერი: "რუსეთი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ფასების ლიმიტს აწესებენ"

რუსეთი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც აწესებენ ფასების ლიმიტს, მაშინაც კი, თუ წარმოება შემცირდება, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიცია უცვლელია, ამაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მიგვაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი არის არასაბაზრო, არაეფექტური, ეწინააღმდეგება ყველა წესს და იგივე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას", - განაცხადა ნოვაკმა.

მისი თქმით, მოსკოვი მუშაობს მექანიზმებზე, რომლებიც აკრძალავს ფასის ლიმიტის ინსტრუმენტის გამოყენებას.

შეგახსენებთ, პარასკევს, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – 60 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ.

დღის გადაცემები