14.05.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულების შეჩერებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერალურმა საბჭომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულების შეჩერებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენის შემდეგ, საბუთი დღეს ჯერ პარლამენტის ქვედა პალატაში - სახელმწიფო დუმაში - დაამტკიცეს.

TASS-ის თანახმად, შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინის მიერ შეიძლება იქნას მიღებული.

ცნობისთვის, სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ შეწყვეტის შესახებ პუტინმა სამშაბათს ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის გადაწყვეტილებას "დიდი შეცდომა" უწოდა.

დღის გადაცემები