13.05.2024 | 19:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "ჩვენი მიზანია კონფლიქტის დასრულება"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, "უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს". ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინმა Patriot-ს უწოდა "საკმაოდ ძველი სისტემა", რომელიც, მისი თქმით, არ მუშაობს რუსეთის С-300-ის მსგავსად.

"ვინც გვეწინააღმდეგება, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის ვითომ თავდაცვითი იარაღი. კარგი, კარგი, ჩვენ ამას უბრალოდ მხედველობაში მივიღებთ. შხამის საწინააღმდეგო ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს. ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი", - განაცხადა მან.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.

"ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. რა თქმა უნდა" , - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ.

დღის გადაცემები