18.05.2024 | 03:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "დასავლეთს სურს, კონფლიქტი მსოფლიო წინააღმდეგობაში გადაიზარდოს, მოვიქცევით შესაბამისად"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთს ლოკალური კონფლიქტის გლობალური წინააღმდეგობის ფაზაში გადაიყვანა სურს. ამის შესახებ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამაზე "შესაბამისი სახის რეაგირება" ექნებათ.

"დასავლეთის ელიტები არ მალავენ საკუთარ მიზანს, როგორც ისინი ამბობენ, პირდაპირ ვციტირებ - მათ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურთ. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ დასასრულს, ანუ მათი მიზანია, ლოკალური კონფლიქტი გლობალური წინააღმდეგობის ფაზაში გადაიყვანონ. სწორედ ასე ესმის ეს რუსეთს და გვექნება შესაბამისი სახის რეაგირება" - აღნიშნა პუტინმა.

დღის გადაცემები