13.05.2024 | 23:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ფედერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოვა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიტყვით გამოსვლა შუადღისას დაიწყება. ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს არსებულ ვითარებაზე - "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან" დაკავშირებულ საკითხებზე, ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე.

"მთელი ჩვენი ცხოვრება სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარშემო ტრიალებს. სპეცოპერაცია კი ასე თუ ისე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, გავლენას ახდენს კონტინენტის ცხოვრებაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, გონივრული იქნება იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ოპერაციაზე", - განაცხადა პესკოვმა.

დღის გადაცემები