14.05.2024 | 12:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს შემოერთებაზე, თბილისისთვის კარი ღია რჩება"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე.

"ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში [3+3] შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე", - განაცხადა ლავროვმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.

დღის გადაცემები