01.05.2024 | 17:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი - საქართველო ლიდერთა სამეულშია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16 აპრილს დაიწყო ჰოკეიტთა მსოფლიოს ჩემპიონატი მეორე დივიზიონის А ჯგუფის გუნდებისთვის. პირველი დივიზიონის B ჯგუფის ორი საგზურისთვის ბრძოლაში ექვსი ნაკრები ჩაება. მოასპარეზეთა შორის არიან საქართველოს ჰოკეისტები (ივან სტაროსტინი, მიხაილ ფოფანოვი, დიმიტრი ერმოშენკო, დანილა სლესაროვი, ივან კარელინი, ვიტალი ძიოვი, ანდრეი რომანოვი, ივან მაროვი, არტიომ კურბატოვი, არტიომ კოზიულინი, ოლივერ ობოლგოგიანი, ნიკიტა ბუკია, ალექსანდრ კირეევი, ვიტალი დუმბაძე, სემიონ ხარიზოვი, ივან შვეცოვი, ბორის კოჩკინი, მწვრთნელი გოჩა ჯეირანაშვილი), რომლებმაც სტარტზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს და კიდევ ორ გუნდთან ერთად ლიდერობენ.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 4:1 მოუგო ისლანდიას და შარშან B ჯგუფში მარცხისთვის (2:5) რევანში აიღო. არადა, ჩვენები მეტოქეს მსოფლიოს რეიტინგში 7 საფეხურით ჩამორჩებიან.

ჰოკეისტთა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მეორე დივიზიონის გუნდებისთვის ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებსა (А) და ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში (B) გაიმართა. А ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა გუნდებმა - ჩინეთმა და ნიდერლანდებმა პირველი დივიზიონის B ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს. B ჯგუფში საქართველომ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა - სძლია ბელგიას (4:3), ბულგარეთს (10:3), მექსიკას (5:0) და მხოლოდ მასპინძლებთან დამარცხდა - 2:5. ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ისლანდიასთან ერთად მე-2 დივიზიონის А ჯგუფში დაწინაურდა, რითაც ჰოკეის სპეციალისტები გააკვირვა.

А ჯგუფი: ჩინეთი - 16 (28:4), ნიდერლანდები - 9 (19:10), ხორვატია - 5 (9:12), ესპანეთი - 4 (10:12), ისრაელი - 0 (4:32) ქულა. ავსტრალია (А) და ახალი ზელანდია (B) შეჯიბრებიდან კოვიდპანდემიის გამო მოხსნეს.

B ჯგუფი: ისლანდია - 12 (25:7),საქართველო - 9 (21:11), ბელგია - 6 (22:8), ბულგარეთი - 3 (11:33), მექსიკა - 0 (4:24) ქულა.

2023 წლის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის А ჯგუფში პირველი დივიზიონის B ჯგუფის 2 საგზურისთვის იბრძვიან ავსტრალია, ხორვატია, ესპანეთი, ისრაელი, ისლანდია, საქართველო.

საქართველო - ისლანდია 4:1 (2:0, 1:1, 1:0)

საქართველო: სტაროსტინი, ფოფანოვი, ერმოშენკო, სლესაროვი, კარელინი, ძიოვი, რომანოვი, მაროვი, კურბატოვი, კოზიულინი, ობოლგოგიანი, ბუკია, კირეევი, დუმბაძე, ხარიზოვი, შვეცოვი, კოჩკინი, მწვრთნელი ჯეირანაშვილი

გოლები: არტიომ კურბატოვი, ივან მაროვი, დანილა სლესარევი, ნიკიტა ბუკია (საქართველო); კარი არნარსონი (ისლანდია).

ისრაელი - საქართველო 3:7 (2:1, 1:3, 0:3)

გოლები: იან რასკინი, ავივ მილნერი, ილია სპეკტორი (ისრაელი); ოლივერ ობოლგოგიანი, ბორის კოჩკინი, არტიომ კურბატოვი, ივან კარელინი (3), ნიკიტია ბუკია (საქართველო)

საგულისხმოა ერთი გარემოებაც, რომ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას გულშემატკივრებისთვის ახსნამ მოუწია, რომ ნაკრების ბევრ მოთამაშეს ჩვენს ქვეყანასთან ნათესაობრივი ურთიერთობები აკავშირებს. მაგალითად, ბორის კოჩკინის დედა ბათუმელი ქართველია...

2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი

II დივიზიონი, A ჯგუფი

I ტური. საქართველო - ისლანდია 4:1, ავსტრალია - ხორვატია 4:6, ესპანეთი - ისრაელი 8:2

II ტური. ხორვატია - ისლანდია 6:2, ისრაელი - საქართველო 3:7, ესპანეთი - ავსტრალია 8:1

ორი ტურის შემდეგ: ესპანეთი - 6 (16:3), საქართველო - 6 (11:4), ხორვატია - 6 (12:6), ისლანდია - 0 (3;10), ავსტრალია - 0 (5:14), ისრაელი - 0 (5:15) ქულა.

19 აპრილი. ხორვატია - ისრაელი, ავსტრალია - ისლანდია, ესპანეთი - საქართველო

21 აპრილი. ისრაელი - ავსტრალია, საქართველო - ხორვატია, ისლანდია - ესპანეთი

22 აპრილი. ავსტრალია - საქართველო, ისლანდია - ისრაელი, ხორვატია - ესპანეთი

დღის გადაცემები