13.05.2024 | 18:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩავუშოღლუ: "საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული უსაფრთხოების სისტემის აუცილებელი შემადგენელი ქვეყნებია"

"თუ ევროკავშირი უსაფრთხოების ახალი სისტემის აწყობას გეგმავს, იქ უნდა იყოს ჩართული ყველა ქვეყანა ბალკანეთიდან საქართველომდე, და, რა თქმა უნდა, უკრაინისა და მოლდოვის ჩათვლით. ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში თურქეთის გამოტოვებაც შეუძლებელია". ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ნატოს ფორუმზე განაცხადა. 

"ჩვენ გვიხარია, რომ უკრაინის საკითხზე ევროკავშირში და ნატოში არის დიდი ერთიანობა. ამასთანავე გვსურს, თქვენი ყურადღება ერთ მოვლენაზე გავამახვილოთ. ევროკავშირმა ახლა დააანონსა ახალი წვრთნის და უსაფრთხოების მისია უკრაინისთვის და კვლავ დაავიწყდა თურქეთთან ამ საკითხზე რაიმე თანამშრომლობა. მე მომყავს ეს მაგალითი თუ როგორ აიგნორირებს ევროკავშირი სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს. ეს პროგრამა ჩვენ არ გვჭირდება, თურქეთი უკრაინას ისედაც ეხმარება. თუ ევროკავშირი უსაფრთხოების ახალი სისტემის აწყობას გეგმავს, იქ უნდა იყოს ჩართული ყველა ქვეყანა ბალკანეთიდან საქართველომდე, და, რა თქმა უნდა, უკრაინისა და მოლდოვის ჩათვლით. და ამ სისტემიდან თურქეთის ამოგდებაც შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა უკრაინული ხორბლის გატანასთან დაკავშირებით შეთახმების მიღწევა თურქეთის გარეშე, ყოვლად შეუძლებელი", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის წარმატება არის მთლიანად ევროპის წარმატება და თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.

მისი განცხადებით, თურქეთი დღესაც ასრულებს ამ მხრივ უდიდეს როლს შავი ზღვის და ევროპა-აზიის რეგიონში.

"სიტყვა წარუმატებლობა ჩვენთვის არ არსებობს", - განაცხადა თურქმა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბუქარესტში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმართება. სხდომაში ნატოს წევრი ქვეყნების გარდა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

დღის გადაცემები