14.05.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი რიაბკოვი: "ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს"

უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვი კიევთან ნებისმიერ მოლაპარაკებას უაზროდ მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ვაშინგტონმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ტანკების მიწოდების შესახებ და მისი ვასალები, მათ შორის ოტავა, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მიაწვდის უკრაინას ჯავშანტექნიკას, განსაკუთრებით ძველს, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს", - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებს.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სერიოზული ინიციატივა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ჯერჯერობით ეს სათანადოდ მკაფიოდ არავის გამოუთქვამს", - აღნიშნა რიაბკოვმა.

დღის გადაცემები