14.05.2024 | 17:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანის განცხადებით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას გადახედონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე მათ რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"უნგრეთის ეკონომიკისთვის და უნგრული ოჯახებისთვის ბრიუსელის მცდარი სანქციები უკვე თითქმის აუტანელი ტვირთია. ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხვალ იწყება, ჩვენ მოვუწოდებთ სამხედრო სანქციების გადახედვასა და მის რაციონალურ საფუძველზე გადასვლისკენ" - წერს ორბანი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი 20-21 ოქტომბერს გაიმართება. მასზე განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ენერგეტიკის ბაზარზე შექმნილი ვითარება, ისევე როგორც ფასების ზრდის გადალახვის გზები და ევროკავშირის ბიზნესებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვა.

დღის გადაცემები