14.05.2024 | 00:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სანქციების ფონზე თურქეთი და ინდოეთი რუსეთიდან იმპორტს ზრდიან

სანქციების გამო რუსეთიდან იმპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ინდოეთმა, თურქეთმა და ბრაზილიამ, თებერვლის ბოლოდან საგრძნობლად გაზარდეს რუსეთიდან იმპორტი. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ინდოეთმა რუსეთიდან საქონლის იმპორტი 43%-ით გაზარდა, თურქეთმა - 213%-ით, ბრაზილიამ კი - 166%-ით.

რუსული საქონლის იმპორტის თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობენ ესპანეთი - 112-%-იანი და ნიდერლანდი 74%-იანი მატებით.

ამასთან, გამოცემის მიერ შესწავლილი ქვეყნების უმეტესობამ რუსეთში ექსპორტი შეამცირა. გამონაკლისი თურქეთია, რომელმაც რუსეთში ექსპორტი 113%-ით გაზარდა, ჩინეთმა კი - 24%-ით.

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთში სომხეთიდან და ყაზახეთიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიწოდების ზრდით.

ევროპის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში სომხეთმა ევროკავშირიდან იმაზე მეტი სარეცხი მანქანის იმპორტი განახორციელა, ვიდრე მთელი წინა ორი წლის განმავლობაში.

ევროსტატის მტკიცებით, ყაზახეთმა ევროკავშირიდან 21,5 მილიონი დოლარის ღირებულების მაცივრები შეიტანა, რაც სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, სომხეთმაც და ყაზახეთმაც მკვეთრად გაზარდეს ელექტრონული რძის საწველი ტუმბოების შესყიდვები, ქვეყანაში შემცირებული შობადობის ფონზე.

Bloomberg-ის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზოგიერთი კომპონენტი და მიკროსქემები შესაძლოა, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდეს, რაც ბრიუსელის შეშფოთებას იწვევს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში სექტემბერში, პარალელური იმპორტის ფარგლებში, 9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მილიონ ტონაზე მეტი სხვადასხვა საქონელი შეიტანეს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. თებერვლის ბოლოდან მოყოლებული ეს სანქციები რამდენჯერმე გამკაცრდა. შეზღუდვები სხვა სფეროების გარდა, ეხება და გავლენას ახდენს რუსეთის ენერგორესურსებზე და ნედლეულზე, საიუველირო ნაწარმზე, კოსმეტიკასა და თამბაქოზე.

დღის გადაცემები