13.05.2024 | 18:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გაართულებს"

რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

"პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება" - განაცხადა ლავროვმა.

დღის გადაცემები