13.05.2024 | 13:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი რიაბკოვი: "უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან აშშ-ს დიდი ფინანსური სარგებელი აქვს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან ამერიკის შეერთებული შტატები დიდძალ ფულს შოულობს. ამის შესახებ რიაბკოვმა Rossiya 24-ის ეთერში განაცხადა. 

რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა არ შედგეს. 

"ის, რაც ხდება უკრაინაში და მის ირგვლივ, მხოლოდ საბაბია მადის აღსაძვრელად, ზოგადად ამერიკელები მიმდინარე კრიზისის ფონზე დიდ ფულს შოულობენ", - აცხადებს რუსი დიპლომატი. 

რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონის განცხადებები საგანგაშოა და ისინი კიევის რეჟიმს ესკალაციისკენ უბიძგებენ. 
ლავროვის მოადგილემ ასევე თქვა, რომ სწორედ ვაშინგტონისა და ლონდონის დავალებით ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები. 

ამასთან, რიაბკოვის განცხადებით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიყვანილი.

დღის გადაცემები