14.05.2024 | 07:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კრემლი - თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საომარ მოქმედებებს აძლიერებს.

ამასთან, როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ლიდერმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ოფიციალური კიევის უარი უკრაინის "ფარისევლური პოლიტიკის" მაგალითია.

"ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა", - ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

როგორც კრემლში აღნიშნავენ, თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები პირველ რიგში დაჭრილ პატიმართა გაცვლის საკითხს შეეხებიან.

დღის გადაცემები