14.05.2024 | 11:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა. ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობას მიიღებს.

ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

გარდა ამისა, "ოდეკაბეს" სამიტის ფარგლებში, ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

დღის გადაცემები