14.05.2024 | 01:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ის ტერიტორიები, სადაც ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში "საკმაოდ მალე შევა"

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიები, სადაც ამჟამად ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ნაწილი შესაძლოა, "საკმაოდ მალე გახდნენ".

"რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტისა და პრეზიდენტის გარკვეული გადაწყვეტილებები, ასევე საჭირო დოკუმენტების ხელმოწერა, ანუ მთელი რიგი პროცედურები" - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, პესკოვმა უპასუხა: "რა თქმა უნდა".

"თუკი ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევლენ, მაშინ იქ ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები გავრცელდება" - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, რამდენ ხანი შეიძლება დასჭირდეს აღიარების პროცესს, პესკოვმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იტყვის, მაგრამ დარწმუნებულია რომ "ეს ძალიან მალე იქნება".

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. "რეფერენდუმები" მიმდინარეობს.

დღის გადაცემები