14.05.2024 | 00:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ABC-ის ეთერში განაცხადა.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ყოველდღიურად ვუკავშირდებით უკრაინელებს და გავაგრძელებთ მათთვის უსაფრთხოების დახმარებას",- აღნიშნა მან.

ამასთან, კირბის თქმით, ყირიმში ხიდის აფეთქების თაობაზე ვერაფერზე ისაუბრებს.

"ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს დასამატებელი ხიდზე აფეთქების შესახებ.

რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი და პუტინს შეუძლია დაასრულოს ის დღეს, უბრალოდ თავისი ჯარების ქვეყნიდან გაყვანით",- დასძინა კირბიმ.

დღის გადაცემები