13.05.2024 | 17:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს.

"უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით", - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ეს პროცედურა ეხებოდა იმ უკრაინელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის აღმოსავლეთით, არაღიარებულ რესპუბლიკებში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

დღის გადაცემები