04.05.2024 | 06:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: "ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის - არ შეიძლება გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული"

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება.

"ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო იყოს მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს "ცივი გონებით და ცხელი გულით" და არა პირიქით.

ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დაგეგმილ "რამშტაინის" შეხვედრაზე უკრაინის ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.

დღის გადაცემები