18.05.2024 | 00:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარული სხდომა გაიხსნა

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესიის პლენარული სხდომა გაიხსნა. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ასამბლეის პრეზიდენტმა, ესპანეთის პრეზიდენტმა და სენატის სპიკერმა მიმართეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, დღეს დასამტკიცებლად რამდენიმე დოკუმენტი გავა. რეზოლუციის პროექტში სახელწოდებით, ნატოს ახალი სტრატეგიული ერა , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზეა საუბარი. დოკუმენტით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ალიანსის წევრ ქვეყნებსა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. იმავე რეზოლუციის პროექტში წერია, რომ რუსეთი მოქმედი რეჟიმის პირობებში ტერორისტული სახელმწიფოა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული დელეგაცია.

პლენარულ სხდომას დისტანციურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის გადაცემები