14.05.2024 | 15:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში რუსეთის ელჩი: "როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ - რუსეთის დამარცხება შეუძლებელია"

რუსეთის არმია გაანადგურებს ნებისმიერ იარაღს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ჯარებს უგზავნიან, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

"ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, ასე იქნება ახლაც", - განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, "უკრაინის იარაღით გავსება, იქნება ეს აშშ-ის თუ ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში".

"იფიქრეთ ვლადიმერ პუტინის თეზისებზე. რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი იქნება", - აღნიშნა ანტონოვმა.

დღის გადაცემები