18.05.2024 | 00:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენტაგონის ყოფილმა მრჩეველმა მაკგრეგორმა რუსეთთან ომისკენ სწრაფვის გამო ნატოს დაშლა დაუშვა

ყოფილმა პოლკოვნიკმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა პროგნოზი გამოთქვა, თუ რა მოუვა ნატოს, თუკი ალიანსი ანტირუსულ კურსს შეინარჩუნებს. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში ისაუბრა, ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. მაკგრეგორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრების უმეტესობა არ უჭერს მხარს რუსეთთან ღია სამხედრო დაპირისპირებას. ამავე დროს მან დაუშვა ალიანსის დაშლა მოსკოვთან ომისკენ სწრაფვის გამო. "ვფიქრობ, ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] აპირებს უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარებას რუსეთისთვის მისაღები პირობებით, რაც ჩვენ [ნატოს წევრებს] შესაძლოა არ მოგვწონდეს. მაგრამ, პოლონეთის გარდა, ნატოში არავინ არის დაინტერესებული რუსეთთან ომით. თუ ჩვენ განვაგრძობთ ამ ხაზის დაცვას, დავინახავთ, თუ როგორ დაიშლება და გაქრება ნატო", - აღნიშნა პენტაგონის ყოფილმა მრჩეველმა.

დღის გადაცემები