18.05.2024 | 01:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "საჭიროების შემთხვევაში, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, შეიძლება, განსხვავებული გზავნილი გავცეთ - შვედეთი შოკირებული იქნება"

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა, შესაძლოა, დათანხმდეს ფინეთის, მაგრამ არა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

მან შვედეთი ათობით ადამიანის ექსტრადირებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

"თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ნატო-ში შესვლა, ამ ტერორისტებს დაგვიბრუნებთ. ჩვენ მივეცით შვედეთს 120 ადამიანის სია და ვუთხარით, რომ ამ ტერორისტების თავიანთ ქვეყანაში ექსტრადირება განეხორციელებინათ, თუ თქვენ ექსტრადირებას არ მოახდენთ, მაშინ ბოდიში", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთმა ახლა, შესაძლოა, ფინეთთან დაკავშირებით განსხვავებული პასუხი გასცეს და შვედეთი შოკირებული იქნება.

"საჭიროების შემთხვევაში, ფინეთის შესახებ, შეიძლება, განსხვავებული გზავნილი გავცეთ. შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ფინეთის შესახებ განსხვავებულ გზავნილს გავცემთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შვედეთში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციები და ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ყურანის დაწვა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შარშან გააკეთეს. მათი განაცხადი ნატო-ს ყველა წევრმა, მათ შორის თურქეთმა, ერთხმად უნდა დაამტკიცოს.

დღის გადაცემები