14.05.2024 | 00:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაეხმარება მილიარდობით ადამიანს, რომლებიც შიმშილის წინაშე არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს და შეთანხმების განხორციელებას, ზედამხედველობას სტამბოლში არსებული ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში. შეთანხმების თანახმად, ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან განხორციელდება.

დღის გადაცემები