14.05.2024 | 09:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პიტერ სიიარტო: "უნგრეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, თუმცა უარს ამბობს ევროკავშირის ერთობლივ სესხზე"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, თუმცა არ დათანხმდება ევროკავშირის ერთობლივი სესხის გრძელვადიან გეგმას.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი მეზობელ უკრაინას სხვადასხვა გზით ბევრად უფრო დიდხანს ეხმარება, ვიდრე ისინი, ვინც ახლა თავს უკრაინის საუკეთესო მეგობრებად წარმოაჩენენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობამ ასობით მილიონი ევრო დახარჯა უკრაინის ჯანდაცვის, განათლების, კულტურული დაწესებულებებისა და ეკლესიების მხარდასაჭერად და რომ უნგრეთი თავის საქმეს ომის დაწყებამდეც აკეთებდა.

"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რაიმე სახის ერთობლივ სესხს ამ სფეროში. რატომ? იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთობლივ სესხებს კორონავირუსის ეპიდემიის დროს და ეს საკმარისზე მეტი იყო" - განაცხადა მან.

ევროკომისია წინადადებით გამოდის, თვეში 1.5 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი გამოეყოს უკრაინას მომავალი წლის დაფინანსების საჭიროებების დასაფარად.

დღის გადაცემები