13.05.2024 | 16:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ტვიტერში" საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

"ტვიტერის" ქართველი მომხმარებლები უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე, 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოებს აქვეყნებენ. ზელენსკის პოსტზე სისტემის სხვა მსხვერპლების ფოტოებთან ერთად, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ფოტოებიც დევს, რომელთა საქმეზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია.

"თქვენ დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი ხართ. სააკაშვილი კომიკოსია, ხოლო წამების მსხვერპლი ფოტოებზე ნაჩვენები ხალხი იყო,"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ზელენსკის პოსტზე.

ზელენსკის პოსტი მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ზელენსკის "ტვიტერის" გვერდის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერში" მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ნელ-ნელა კლავენ.

დღის გადაცემები