14.05.2024 | 09:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ უშვებენ

კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ უშვებენ. შესასვლელ კართან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეკლესიის მრევლი შეიკრიბა და უწყების წარმომადგენლებს მონასტრის ინვენტარიზაციის საშუალებას არ აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის სასულიერო პირებს ლავრის ტერიტორია 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, ისინი გასვლას არ აპირებენ და დილიდან წირვა-ლოცვას აღავლენენ. ლოცვას ასობით ადამიანი ესწრება. ლავრის ტერიტორიაზე მართლწესრიგს კიევის პოლიცია იცავს.

დღის გადაცემები