04.05.2024 | 08:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იაროსლავ კაჩინსკი: "უკრაინაში ომი შეიძლება კომპრომისით დასრულდეს და არა საბოლოო მოგვარებით"

უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

"დღეს ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. არის მინიშნებები, რომ ის შეიძლება დასრულდეს რაიმე სახის კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მალე შეიძლება ახალი საფრთხეები გამოჩნდეს. ჩვენ ასეთი გამოსავალი არ გვსურს", - აღნიშნა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის სურვილს, მოახდინოს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაცია. "მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა კაჩინსკიმ.

დღის გადაცემები