14.05.2024 | 10:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვული იარაღით არ უპასუხებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვული იარაღით არ უპასუხებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"ჩვენი [ბირთვული] დოქტრინა ეყრდნობა ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს. ის მკაფიოდ განსაზღვრულია და მასზე უშუალო გავლენა არ მოხდება, თუ, მაგალითად, უკრაინაში, რეგიონში ბალისტიკური ბირთვული თავდასხმა მოხდება" - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაკრონმა დეტალურად განიხილა საფრანგეთის ბირთვული შეკავების დოქტრინა უკრაინასთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ ამ თემაზე ზედმეტი საუბარი კარგი არ არის.

 

დღის გადაცემები