13.05.2024 | 20:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ამერიკელი დიპლომატი: "აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რუს კოლეგას ბირთვული რისკების მართვის მიზნით შეხვდა"

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აქვთ ბირთვული რისკების მართვის გზები სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი.

"შეერთებულ შტატებს რისკების მართვისთვის, განსაკუთრებით ბირთვული რისკების, რუსეთის ფედერაციასთან არხები აქვს, და ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი", - აღნიშნა რუდმა.

მისი თქმით, უილიამ ბერნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთში შეხვდა.

დღის გადაცემები