14.05.2024 | 07:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოქტომბერში რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

Epravda-ს ინფორმაციით, რუსეთი ოქტომბერში ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. მან ისეთ დომინანტურ მომწოდებლებს აჯობა, როგორიც არის საუდის არაბეთი და ერაყი.

გამოცემა იტყობინება, რომ ოქტომბერში რუსეთის ფედერაცია ინდოეთს დღეში 946 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა, რაც ინდოეთის მთლიანი ნავთობის იმპორტის 22%-ს შეადგენს. მას მოსდევს ერაყი (20,5%) და საუდის არაბეთი (16%).

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ნედლი ნავთობის მთლიანი იმპორტი 5%-ით, ხოლო რუსეთიდან 8%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, პირველად, ინდოეთმა რუსეთიდან უფრო მეტი ნავთობი შემოიტანა ზღვით.

ამასთან, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შეძენას ინდური მხარე გამოეხმაურა. ინდოეთის ნავთობის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს.

ჩვენ გვყავს 1,34 მილიარდი მოსახლეობა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი ენერგომომარაგება - განაცხადა მინისტრმა.

დღის გადაცემები