14.05.2024 | 12:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: ""ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტად რუსული საქმის მკეთებელი ძალა პრაქტიკულად ამ ქვეყანას არ ჰყოლია"

მათთვის მნიშვნელოვანია არა დასავლური ღირებულებების ფუნდამენტის შექმნა საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანია იარლიყი ჰქონდეთ, რომ ვითომ პროდასავლურები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

მან რადიკალური ოპოზიცია "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"კარგი შესაძლებლობაა იგივე ვენეციის კომისა, რომელიც გასცემს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, სამართლებრივი თვალსაზრისით რამდენად სწორია ან ნაკლოვანია ეს საკანონმდებლო ინიციატივა.

პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან უკვე, რომ საუბარია ამერიკაში მოქმედი კანონის თარგმანზე, რომ ის გამოაცხადონ რუსულ კანონად, რამხელა უხერხულობაში ეხვევიან თავად და რაას ამბობენ, ეს ვფიქრობ, ნათელია. მათთვის მნიშვნელოვანია არა დასავლური ღირებულებების ფუნდამენტის შექმნა საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანია უბრალოდ, ასეთი იარლიყი ჰქონდეთ, რომ ვითომ პროდასავლურები არიან. სინამდვილეში, "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტად რუსული საქმის მკეთებელი ძალა პრაქტიკულად ამ ქვეყანას არ ჰყოლია", - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 თებერვალს "ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი "ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

დღის გადაცემები