13.05.2024 | 18:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში - რომის პაპი

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის, - ამის შესახებ პონტიფიკოსმა არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა.

"მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით. ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არცერთში", - აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკეს თქმით, ამჟამად ის ვერ ჩავა მოსკოვში, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.

"ვიმედოვნებ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ, თუმცა არანაირი დაპირებები არ არის. ეს კარი არ დამიხურავს", - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში მასთან აუდიენციისთვის ჩასვლა შესთავაზა.

"თუმცა საბოლოოდ მან ვიზიტი გადადო დაბომბვის დაწყების შემდეგ და თქვა, რომ არ აუქმებს მას, არამედ გადადებს იმ მომენტამდე, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს", - დასძინა რომის პაპმა.

დღის გადაცემები